მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

როცა იზრდება ეკონომიკა, იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე - ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე, ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე.

„ეკონომიკური განვითარების კუთხით არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც არის შესაძლებელი. ამას სჭირდება უბრალოდ ძალიან აქტიური მუშაობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მეტი ეკონომიკა ნიშნავს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას შიგნით თუ გარეთ, მათ შორის საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და ეს ნიშნავს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. როცა იზრდება ეკონომიკა, ამის პარალელურად იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე და ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე. ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში. შემოსავლები არის ყველაზე კარგი ინდიკატორი. მიდის თუ არა ადამიანების ჯიბეებამდე გაზრდილი ეკონომიკა - საქართველოში ამის საუკეთესო მაჩვენებელი არის საშემოსავლო გადასახადი. თუ ავიღებთ ამ მაჩვენებელს, ნახავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე.

ანალოგიურად გაიზარდა კორპორაციების მიერ გადახდილი გადასახადები, რაც ნიშნავს თავისთავად, რომ კომპანიების ბრუნვა გაიზარდა, წარმოებული პროდუქცია გაიზარდა. ეს ყველაფერი მარტივად აისახება, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში კომპანია და ადამიანი იხდის თანხას ბიუჯეტში და თუ შემოსავალი არ არსებობს ბუნებაში, ბუნებრივია, გადასახადს მარტო ხელისუფლება ვერ გადაიხდის თავისი ჯიბეებიდან. ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, რომ ავიღოთ ბოლო წლების ტენდენცია, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება. 

და რაც შეეხება საშუალო ხელფასის ზრდას, სხვა პარამეტრებს, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ძალიან დიდი პროგრესის მიღწევა. მთავარია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

10.08.2026.13:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ასახავს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა