მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0023
flag
AZN 1.5576
-0.0007
flag
CNY 39.03
-0.0059
flag
EUR 3.02
-0.0151
flag
GBP 3.5004
-0.0073
flag
KZT 54.47
0.0008
flag
TRY 0.057
0
flag
USD 2.648
-0.0007
news banner

საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში, ასევე, შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც ამ პერიოდამდე 390 მლნ ლარზე მეტი დანაზოგი მოუტანა ბიუჯეტს - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედამხედველობის მეშვეობით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მმართველობის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ ეს პრინციპები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი მმართველობისთვის, არამედ აუცილებელია საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის, ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირებისა და მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად. 

ლევან ჟორჟოლიანმა ასევე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც მაკოორდინირებელი უწყების როლზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის საჯარო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებზე, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე.

ხაზი გაესვა მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმების მნიშვნელოვან როლს საჯარო ინსტიტუტების კეთილსინდისიერებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. 

"საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას. ასევე, მონიტორინგის ნაწილში შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც 2025 წლის 6 თვეში და 2026 წლის ამ პერიოდისთვის 390 მლნ ლარზე მეტი დანაზოგი მოუტანა ბიუჯეტს. ასევე, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ბოლო ცვლილებებით, მას ანტიკორუფციული ბიურო შეუერთდა და ანტიკორუფციული ბიურო გახდა კონსტიტუციური ორგანოს ნაწილი, რაც მის კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

23.06.2026.18:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც საერთო ევროპულ ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.

აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა და გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენისა და დიალოგისთვის მზად არის.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა