მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით.

აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს. ასევე ხაზი გაესვა შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტის მნიშვნელობას და საქართველოს როლს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image რა საკითხები განიხილება დღეს მთავრობის სხდომაზე

08.09.2026.16:41

2026 წლის 8 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

1. საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველ საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” | მომხსენებელი: ს. გიორგაძე;

2.⁠ ⁠საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” | მომხსენებელი: ს. გიორგაძე;

3.⁠ ⁠საქართველოს კანონების პროექტები „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ | მომხსენებელი: ს. გიორგაძე;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, შპს ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას და სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის 2015 წლის 20 აგვისტოს დადებულ შეცვლილ და შესწორებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების შესახებ” | მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი;

5.საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი;

6.⁠ ⁠საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | მომხსენებელი: მ. სარჯველაძე;

7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე” | მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა