საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტურად გამოყენების საკითხები.
ხაზგასმით აღინიშნა 24 -საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ მიზნის მისაღწევად არსებული გამოწვევების დაძლევის საჭიროება.
განიხილეს ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლების მნიშვნელობა, მათ შორის, მოძველებული წყალმომარაგების სისტემის შეცვლის, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები.
პრემიერ-მინისტრმა Aqualia-ს წარმომადგენლებს განხორციელებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
24.04.2026.17:57
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესს და 2028 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია და პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ბაკი.