საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა განიხილეს და აღნიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების, საინვესტიციო კავშირების გაძლიერებისა და ორი ქვეყნის ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროებში არსებული შესაძლებლობები. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის, ასევე „შუა დერეფნის" მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
29.06.2026.18:36
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.
ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმები კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.