მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7164.2
-0.0038
flag
AZN 1.5322
-0.0002
flag
CNY 38.832
-0.0018
flag
EUR 2.9407
-0.0169
flag
GBP 3.4425
-0.0199
flag
KZT 58.75
-0.0049
flag
TRY 0.0531
0
flag
USD 2.6042
-0.0005
news banner

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. 

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდა გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისტორიულად შეაფასა და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

„ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში. 
ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემასა და გულწრფელობას. ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველებს ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო. ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჯანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ისტორიაში. 

ჩვენს შეხვედრას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს დუშანბეს ცენტრში ერთ-ერთი მთავარი გამზირის სახელწოდება. ჩვენს ქვეყნებს ყოველთვის კარგად ესმოდათ ერთმანეთის და დღეს ჩვენი საერთო მიზანია სერიოზული მუხტი მივცეთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით”, - აღნიშნა კოჰირ რასულზოდამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტაჯიკეთის პრემიერს ქართული დელეგაციის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ისტორიული მომენტია. საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

01.10.2026.14:40

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

დონაციის აქცია შ.პ.ს. ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკთან“ თანამშრომლობით გაიმართა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 80-მდე კლინიკას ამარაგებს.

სისხლის დონაციის აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მრავალი წელია მუდმივად მონაწილეობენ და სხვადასხვა სისხლის ბანკთან თანამშრომლობით ხელს უწყობენ სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა