საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, პარიზში კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს დაესწრება - ლევან ჟორჟოლიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ქალაქ პარიზში კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს დაესწრება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამიტზე განიხილება მეცნიერების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით არსებული მიღწევები.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, დაესწრება კოსმოსურ საკითხებზე პირველ სამიტს, რომელიც გაიმართება ქალაქ პარიზში. აღნიშნულ სამიტზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის კვლევა, მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა. აღნიშნული მიმართულებით, ის მიღწევები, რომლებიც არსებობს დღეს ევროპაში. ასევე, ხაზი გაესმება ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან
05.10.2026.19:04
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.