მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.5
-0.0015
flag
AZN 1.5472
-0.0008
flag
CNY 38.864
-0.0007
flag
EUR 3.0044
-0.0045
flag
GBP 3.5293
-0.0156
flag
KZT 56.15
0.002
flag
TRY 0.0557
-0.0001
flag
USD 2.6301
-0.0014
news banner

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.

ასევე დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.

პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, ახლაც, პირველ ხუთ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს - ლევან ჟორჟოლიანი

21.07.2026.16:43

საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%.

„საერთაშორისო რეიტინგებში ხშირად ვხედავთ, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მომავალ წლებში იქნება მოწინავე ადგილზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%. ახლაც, პირველ ხუთ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, ასევე იმ ინვესტიციებით, რომელიც იდება ინფრასტრუქტურაში, ასევე ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს საკმაოდ ზრდა და აღნიშნული განპირობებულია იმ სტაბილური გარემოთი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა