მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა.

სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა 3 დეკლარაცია კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებსაც საქართველო შეუერთდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომლებიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამიტი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გახსნა. ემანუელ მაკრონმა ევროპის კოსმოსური ინდუსტრიის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა უზრუნველყოს კოსმოსში საკუთარი სტრატეგიული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, განსაკუთრებით თანამგზავრული კომუნიკაციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, დღეს კოსმოსური ინფრასტრუქტურა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ ავტონომიასთან და სწორედ ამიტომ სამიტის ოფიციალური მიმართულებებია კოსმოსური ეკონომიკა, მეცნიერება, კვლევა და უსაფრთხოება.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ევროპული ავტონომიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მისი შეფასებით, სატელიტური კომუნიკაცია, ნავიგაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე ევროპული სუვერენიტეტის ნაწილია.

სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კოსმოსი მხოლოდ მეცნიერებისა და კვლევის სფერო აღარ არის. ის უკვე ევროპის ეკონომიკური ძალის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ აუცილებელია, ევროპას ჰქონდეს საკუთარი საიმედო წვდომა კოსმოსზე და საკუთარი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის უსაფრთხო სატელიტური კომუნიკაციები, ნავიგაცია და დედამიწის დაკვირვების შესაძლებლობები.

კოსმოსის პირველ საერთაშორისო სამიტში 90 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფოთა ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები, მონაწილეობდნენ.

სამიტის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად დაესწრო, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

10.09.2026.15:25

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა