მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

news image
mbc image

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და თამაზ ბორაშვილის გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერმა ასევე წარმატებები უსურვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გეკა გელაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, ამაში თითოეული თქვენგანის წვლილი არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ღირსეული სამსახურისთვის. მე მინდა, ბატონ გეკა გელაძეს გადავუხადო უდიდესი მადლობა მისი სამსახურისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ღირსეული ხელმძღვანელობისთვის.
მინდა, ხაზი გავუსვა ბატონი გეკა გელაძის პიროვნულ თვისებებს - ის არის გამორჩეული არამხოლოდ პროფესიონალი, არამედ მას გამოარჩევს, პირველ რიგში, ადამიანური თვისებები, გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანია და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ბატონი თამაზ ბორაშვილი არის ამ სისტემის კარიერული წარმომადგენელი, რასაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. როდესაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურები ამ საქმეს, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გროვდება განსაკუთრებული ცოდნა, გამოცდილება და ეს არის ის, რაც ძალიან დაეხმარება ხელისუფლებას ამ ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინსტიტუცია მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეს შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. მას აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება, თანმიმდევრული წინსვლა თავის კარიერაში და, რა თქმა უნდა, ასეთი თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა არ ხდება დამსახურების, განსაკუთრებული თვისებების, პროფესიონალიზმის გარეშე. სწორედ ეს თვისებები იყო ის, რაც გახდა საბოლოო ჯამში გუნდის გადაწყვეტილების საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სუსის ახლად არჩეულ უფროსს წარმატებები უსურვა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა. გეკა გელაძემ ნდობისა და მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თქვენი მხრიდან ჩემ მიმართ იყო. იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე აისახებოდა და ის მიღწევები, სტრუქტურული, შინაარსობრივი თუ უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერება, სწორედ ამის დამსახურებაა. მინდა მივულოცო ბატონ თამაზ ბორაშვილს ახალი თანამდებობა. მოგეხსენებათ, ეს ინსტიტუცია არის ერთი განსაკუთრებული ოჯახი, აქვს თავისი განსაკუთრებული ცხოვრების წესი, კულტურა და სწორედ ამ წიაღიდან არის ბატონი თამაზი. იგი მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა აქ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ღირსეულად გაუძღვება და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ინსტიტუციას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, თქვენთან ერთად მეკეთებინა საქმე და ამავე დროს საამაყო იყო, რომ ვხელმძღვანელობდი ამ ძალიან ძლიერ ინსტიტუციას", - განაცხადა გეკა გელაძემ. ​

მთავრობის მეთაურს და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა.

„პირობას ვდებ, გაორმაგებული ძალებით, ამ ძლიერ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენი სამსახურის გაძლიერებისთვის, რათა უკეთესად გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უდგას გამოწვევის სახით. მინდა, პირად შემადგენლობას უდიდესი მადლობა გადავუხადო. აქ არცერთი ისეთი ადამიანი არ ზის, რომელიც ჩემთვის უცხოა. ჩვენ მრავალი წელია ერთად ღირსეულად ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიდ მადლობას გიხდით ამისთვის - სრულ შემადგენლობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ​მადლობა ბატონ გეკას ღირსეული სამსახურისთვის. წარმატებას გისურვებთ ახალ გამოწვევებში", - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი 83 ხმით დღეს დაამტკიცა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

16.09.2026.20:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

გამოძიება ლილუაშვილს ედავებოდა, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იმდროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.

გრიგოლ ლილუაშვილს ასევე ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში.

სუს-ის ყოფილ უფროსს ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.

გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. 

გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა