მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთად საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად, საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ქვეყნის სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და შუა დერეფანში საქართველოს როლზე.

„საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Landlord-ის მოდელით აშენდება. აღნიშნული მოდელი, რომლითაც სახელმწიფო პორტის მიწისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ რჩება, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თურქმენული მხარის ინტერესს საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით და მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას.

საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა თურქმენეთის პრეზიდენტმა. სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთი ასევე დაინტერესებულია სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით.

„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თურქმენული ტერმინალის არსებობაზე საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, რათა ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა წარმატებით განვითარდეს.

ბიზნესსაზოგადოების როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით ისარგებლებს ორივე ქვეყანა. ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ ფუნდამენტს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესებს შორის პარტნიორობა უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებითაც განვითარდება.

დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენი და ქართველი მეწარმეების პარტნიორობა სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის. ეს გამოიხატება პროექტებში, გეგმებში, ინიციატივებში, რომელიც ჩვენი ქვეყნების მშენებლობის, აგრარული და სხვა სექტორების განვითარებას მოხმარდება.

თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს განვითარების გამოცდილების გაზიარებით. გვინდა, მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე. თქვენ 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ჩვენც გავიმეოროთ.", - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

საქართველო თურქმენეთის ბიზნესფორუმში 250-მდე კომპანია მონაწილეობს.

ბიზნესფორუმის გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა თურქმენული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა - კახა კალაძე

11.08.2026.22:28

თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

„ისინი ამტკიცებენ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს და მოუწოდებენ მათ, არ ჩამოვიდნენ ჩვენთან. სპეციალური ყალბი ექაუნთები, ბოტები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ სიცრუეს. წერენ, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს მარტო ტოვებენ ტყეში, სპეციალურად უფუჭებენ, მაგალითად, რესტორნებში შეკვეთილ საჭმელს და ეს ტყუილის მხოლოდ ნაწილია. შემდეგ ამ ყალბ ინფორმაციას, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვეყნებენ მსხვილი უცხოური ინტერნეტსაიტები რამდენიმე მილიონიანი აუდიტორიით, ხოლო შემდეგ მას აქტიურად ავრცელებენ ბლოგერები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ამ სიცრუის ავტორები აკონტროლებენ. თუ არ ვცდები, 2-3 დღის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობის ფაქტზე. ეს კამპანია ორგანიზებულია საზღვარგარეთიდან და მხარდაჭერილია ქვეყნის შიგნით, რათა ზიანი მიადგეს ჩვენს ეკონომიკასა და სახელმწიფოს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოების ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების საქმიანობის შეფერხებისთვის, მთლიანობაში საქართველოსთვის ზიანის მიყენების მიზნით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

„მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს. ჩვენ, უბრალოდ, არ შეგვიძლია ცუდად მოვეპყროთ მათ, ვინც ჩვენთან დასასვენებლად ჩამოდის. ნებისმიერი ადამიანი, აი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთხელ ყოფილა საქართველოში, დამეთანხმება. მთელ მსოფლიოში იციან, რომ ქართველები სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხია. ჩვენ დიდი სითბოთი, სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებთ თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენთან კეთილი განზრახვით მოდის. სწორედ ამიტომ თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს. მინდა გითხრათ: ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით. გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები. ასე რომ, ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩამოდით!“ - დასძინა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა