საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.
გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი იასპარეზებს.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
24.11.2026.14:41
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.