საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.
შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი Abu Dhabi Ports Group - ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა
07.09.2026.19:28
საქართველოს საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთერთი უმსხვილესი საზღვაო და ლოგისტიკური ჯგუფის Abu Dhabi Ports Group - ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში Abu Dhabi Ports Group - ის მიერ მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განვითარების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია Abu Dhabi Ports Group - ი, აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ცენტრალურ აზიის რეგიონთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაში. აქცენტი გაკეთდა მშრალი პორტის პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე აღინიშნა, რომ პორტი ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით ვითარდება.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი.