საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია - სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ | მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედი სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.
მინისტრის თქმით, სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ.
„საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია. სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თემატურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი აბდულა ბინ ტუკი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ჰიქმეთ ჰაჯიევი. სესიას მოდერაციას უწევდა „ევრონიუსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პედრო ვარგას დავიდი.
სხვა სიახლეები
გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
16.09.2026.20:11
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.
გამოძიება ლილუაშვილს ედავებოდა, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იმდროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ასევე ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში.
სუს-ის ყოფილ უფროსს ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.
გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს.
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.