მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

news image
mbc image

საქართველოს 29-30 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გიორგი ხუროძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

29.10.2026.16:01

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის უმრავლესობის წევრმა გიორგი ხუროძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი გიორგი ხუროძე არის თბილისის საკრებულოს სარევიზიო და გარემოს დაცვის კომისიების წევრი.

ანგარიშის წარდგენისას ხუროძემ თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 18 და ბიუროს 20 სხდომა, რომლებზეც 95 დადგენილება და 714 განკარგულება მიიღეს.

როგორც გიორგი ხუროძემ აღნიშნა, მისთვის, როგორც თბილისის საკრებულოს წევრისთვის, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს.

ამდენად, საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრი აქტიურად მონაწილეობდა საკრებულოს სხდომების მუშაობაში, სადაც განიხილებოდა დედაქალაქის განვითარების, მუნიციპალური პოლიტიკის, ქალაქის მართვისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.

თავის გამოსვლაში ხუროძემ ფრაქციაში მუშაობის თაობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ფრაქციის 23 სხდომა, სადაც 43 საკითხი განიხილეს.

ფრაქციის სხდომებზე, ძირითადად, ყურადღება თბილისის განვითარების მთავარ მიმართულებებზე, მათ შორის ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების, სატრანსპორტო პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოციალური და ეკონომიკური საკითხებზე გამახვილდა.

რაც შეეხება გარემოს დაცვის კომისიას, გიორგი ხუროძის საქმიანობა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობას მოიცავდა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რეკრეაციული სივრცეების განვითარება და არსებული მწვანე ზონების შენარჩუნება, ასევე, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება.

გიორგი ხუროძის, როგორც სარევიზიო კომისიის წევრის მუშაობა კი მუნიციპალიტეტის საქმიანობის ფინანსური და ადმინისტრაციული კონტროლის საკითხებს, საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების შეფასებასა და შესაბამისი პროცესების შესწავლას უკავშირდება.

საკრებულოს წევრმა ასევე საერთაშორისო პლატფორმებში ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილების გაზიარების, თანამედროვე მიდგომების გაცნობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ამასთანავე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მან ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) დელეგაციის წევრის რანგში მონაწილეობა მიიღო ესპანეთში, ბარსელონაში გამართულ გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიურ ფორუმში. 

,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული საქმიანობა გაგრძელდეს თანმიმდევრულად, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით, რათა მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად პასუხობდეს თბილისის საჭიროებებსა და მოსახლეობის ინტერესებს’’,-განაცხადა დასასრულს გიორგი ხუროძემ.

ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, საკითხით დაინტერესებული პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა