საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ვაჭრობის, ინვესტიციების, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7.6% შეადგინა. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ბიზნესის განვითარების პოტენციალი განაპირობებს.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე.
საუბარი შეეხო ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ხაზი გაესვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.
ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
15.10.2026.23:16
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლეს.