საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს შეხვდა
2026 წლის 29 ივნისს, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების მნიშვნელობა, რაც საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისია და ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველ თანამშრომლობას.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უმაღლესი და მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის" განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი Abu Dhabi Ports Group - ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა
07.09.2026.19:28
საქართველოს საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთერთი უმსხვილესი საზღვაო და ლოგისტიკური ჯგუფის Abu Dhabi Ports Group - ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში Abu Dhabi Ports Group - ის მიერ მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განვითარების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია Abu Dhabi Ports Group - ი, აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ცენტრალურ აზიის რეგიონთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაში. აქცენტი გაკეთდა მშრალი პორტის პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე აღინიშნა, რომ პორტი ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით ვითარდება.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი.