მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0071
flag
AZN 1.5594
-0.0013
flag
CNY 39.161
-0.0023
flag
EUR 3.0377
-0.0031
flag
GBP 3.5061
-0.004
flag
KZT 54.32
-0.0004
flag
TRY 0.0571
0
flag
USD 2.6505
-0.0022
news banner

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის სექტორში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს, ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქურბონ ჰაკიმზოდამ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: მარცვლეულის წარმოება, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, მცენარეთა დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისგან, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, პროფესიული განვითარება, სოფლის მეურნეობის სფეროში სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება, ასევე ინფორმაციის გაცვლა და მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებსა და გამოფენებში.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას. ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განვიხილეთ პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის, გავცვალეთ მოსაზრებები თემატურ და აქტუალურ საკითხებზე, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას l ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

19.06.2026.20:32

დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის და ამავდროულად გავცვალეთ მოსაზრებები თემატურ და აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ემომალი რაჰმონმა აღნიშნა, ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

„ეს დოკუმენტი მოიცავს საჰაერო კომუნიკაციას, სასოფლო-სამეურნეო ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, სპორტს, კლიმატის ცვლილებას და სხვა საკითხებს. ასევე ორმხრივი ინტერესის მქონე სხვადასხვა თემებს. მოლაპარაკების დროს ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება. ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობები და ასევე პარლამენტარების დიპლომატიური როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის", - განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ კიდევ უფრო გავამდიდროთ ეკონომიკური ურთიერთობა ორმხრივი ნაბიჯებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია ამ მიმართულებით. ტაჯიკეთი ასევე დაინტერესებულია, რომ გააფართოოს თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მრეწველობის კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციების საკითხებით, ამაში შედის ხელოვნური ინტელექტიც. ამ მიმართებით, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამისათვის ჩვენ პრაქტიკულ ზომებს მივიღებთ. მსუბუქი მრეწველობა, სურსათი, სამთო მეურნეობა, ასევე ფარმაცევტული სფეროები, სოფლის მეურნეობა გამოვლინდა, როგორც ინტერესის სფეროები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებითაც", - განაცხადა ემომალი რაჰმონმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა