საქართველოში აზარტული თამაშები არის მკაცრად რეგულირებული სექტორი - ბოლო ცვლილებები ეხებოდა სპორტულ შეჯიბრს, რომელიც უცხოელებისთვის იმართება | შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი აზარტული სპორტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რას მოიცავს ცვლილებები და რა არის მათი მიზანი.
„საქართველოში აზარტული თამაშები არის მკაცრად რეგულირებული სექტორი. ეს სექტორი ძირითადად მუშაობს უცხოეთზე. ზოგადად, მსოფლიოში და საქართველოში ტენდენციაა, რომ ე.წ. ფიზიკური კაზინოები იკლებს, მათი კლიენტურა მცირდება და აზარტული თამაშების მიმართ ინტერესის მქონე ადამიანები ონლაინ თამაშებზე არიან გადართულები. ონლაინ-კაზინოების კლიენტების უმეტესობა კი არა და აბსოლუტური უმეტესობა არის უცხოელი, ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული ჩვენთან არ ხდება. რაც შეეხება ბოლო ცვლილებებს, ისინი აზარტულ თამაშებს საერთოდ არ ეხება. ბოლო ცვლილებები ეხებოდა სპორტულ შეჯიბრს, რომელიც უცხოელებისთვის იმართება. ასე რომ ამაზე სპეკულაციაც კი შეუძლებელია. მთელი იდეა იმაშია, რომ ამით მოიზიდო ტურისტი - ამ ტურნირის მონაწილე, რომელიც ჩამოვა და რომელსაც კიდევ თანმდევი ხარჯები ექნება ტურისტულ სექტორში“, - განმარტავს პაპუაშვილი.
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა
26.11.2026.15:45
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკასა და უწყებათაშორისი კავშირების გაღრმავებას.
აღინიშნა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისთვის.
შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.