საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გერმანიის საელჩო აქვეყნებს ბარბარა ფოსის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც:
2023-2026 – გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი;
2019-2023 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2015-2019 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ;
2012-2015 – გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
2009-2012 – გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული;
2006-2009 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება;
2005-2006 – მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის;
1996-2005 – გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაერო-ში, ნიუ იორკში/აშშ;
1992-1996 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი;
1986-1992 – სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.
ბარბარა ფოსმა ელჩის თანამდებობაზე შეცვალა პეტერ ფიშერი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურა.
სხვა სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა
13.08.2026.16:56
საარჩევნო ადმინისტრაციამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ცესკოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს საარჩევნო ტექნოლოგიები წარუდგინა და მსურველებს, კიდევ ერთხელ, საშუალება ჰქონდათ თავად გამოეცადათ, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები. ამასთან, ახალგაზრდები გაეცნენ ჟურნალ „არჩევნები 360°-ის“ პირველი გამოცემას, რომელიც ელექტრონულ არჩევნებს ეძღვნება. ჟურნალი ამომრჩევლებს საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ ინფორმაციას სთავაზობს და მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისა და ფართო საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირებას. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია ადმინისტრაციაში მიმდინარე სიახლეების შესახებ.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობა და იყენებს ყველა საშუალებას, რათა უზრუნველყოს მათი ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან მიმართებით. სწორედ ამ მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს არაერთ პროექტს. ასევე აქტიურად ერთვება სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით გამართულ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით გაუწია ორგანიზება. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ინოვაციურმა სტარტაპერებმა მასშტაბური გამოფენა მოაწყვეს.
დღის განმავლობაში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეებში გაცნობოდნენ სიახლეებს განათლების, ინოვაციებისა და კულტურის სფეროებში. თითოეულმა ორგანიზაციამ ინტერაქციულ სივრცეებში ახალგაზრდებს გააცნო თავისი საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და მათთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ერთვება სოციალურ ღონისძიებებში, რითაც ხელს უწყობს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო პროცესებთან მიმართებით.