მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სებ-ის ფრთხილმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელია რეზერვების ხარჯვის შემდეგ რეზერვების ზრდაც - ლადო პაპავა

news image
mbc image

,,საინტერესო არის ის, რომ რეზერვები არ არის თვითმიზანი, მიზანი არის ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ხოლო რეზერვები არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის ერთ-ერთი მექანიზმი - მას სჭირდება ყოველთვის რაციონალურად გამოყენება. ის, რომ შემოდგომის პერიოდში გარკვეულ რეზერვები დაიხარჯა იმისთვის, რომ ლარს შეენარჩუნებინა სტაბილურობა ამან შექმნა იმის მოლოდინი რომ ხომ არ იყო ეს განგრძობადი პროცესი, ხომ არ ექმნებოდა საფრთხე გარკვეულწილად ეროვნულ ვალუტას, მაგრამ სწორედ ფრთხილმა პოლიტიკამ რომელსაც ატარებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელია რეზერვების ხარჯვის შემდეგ ყოფილიყო რეზერვების გარკვეულწილად ზრდაც და მან უკვე შეადგინა დეკემბრისთვის 4.45 მილიარდი დოლარი, საიდანაც $324 მილიონი არის დეკემბრის ზრდა“, - განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მიერ რეზერვების შევსებისშეფასების თაობაზე.

 

მისი შეფასებით, მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება სტაბილურობაზე, თუმცა აქვე განმარტა, რომ სებ-ს შესწევს უნარი როგორც მაკროეკონომიკური ასევე რეზერვების დონის სტაბილურობის შენარჩუნების.

 

,,მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტაბილური იქნება გარემო როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე, ჩვენს ქვეყნის გარშემო და ზოგადად მსოფლიოში. იმიტომ რომ თუ არ იქნება ფუნდამენტური რყევები, ფუნდამენტური ფაქტორები ეკონომიკაში საქართველოს ეროვნულ ბანკს შესწევს იმის უნარი, რომ შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეზერვებსაც ჰქონდეს შესაბამისი დონე მიღწეული“, - განმარტა ლადო პაპავამ.

 

მისივე განცხადებით, რეზერვების დივერსიფიკაცია მსოფლიოში საკმაოდ გავრცლებული პრაქტიკაა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ამ ნაწილში ის პოზიტიურად აფასებს.

 

,,დღეს რეზერვების დივერსიფიკაცია არის ტრენდული, ეს არის როგორც აშშ-ისთვის, ასევე ნებისმიერი ქვეყნისთვის იმის მიხედავად თუ რამდენად არის ის ეკონომიკურად განვითარებული, ამიტომ რეზერვების დივერსიფიკაცია და განსაკუთრებით რეზერვებში ოქროს მოზდივა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ რისკები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. სებ-ის გადაწყვეტილება რეზერვების დივევრსიფიკაციის მიმართულებით აბსოლიტურად სწორი იყო - რადგან ამას აკეთებს ყველა მთელს მსოფლიოში. სხვა თანაბარ პირობებში თუ ქვეყანაში შენარჩუნდება სტაბილური მდგომარეობა, არ იქნება გარე შოკები ძლიერი, მაღალი ზრდის პირობებში შესაძლებელი გახდება რეზერვების ოდენობის გაზრდა“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა