მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7164.2
-0.0038
flag
AZN 1.5322
-0.0002
flag
CNY 38.832
-0.0018
flag
EUR 2.9407
-0.0169
flag
GBP 3.4425
-0.0199
flag
KZT 58.75
-0.0049
flag
TRY 0.0531
0
flag
USD 2.6042
-0.0005
news banner

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის - ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება.

შალვა პაპუაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დაადასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ საქართველოს ერთგულება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საპარლამენტო დიპლომატიას. ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. 

მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა, მათ შორის, საპარლამენტო ადმინისტრაციებს, დარგობრივ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზით.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების სექტორებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს 4 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის ინვესტიციებს საქართველოში. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებში.

განიხილეს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაც. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ შუა დერეფანი, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ტრადიციული ჩრდილოეთის დერეფნის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივაა. 

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზაობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

01.10.2026.14:40

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

დონაციის აქცია შ.პ.ს. ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკთან“ თანამშრომლობით გაიმართა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 80-მდე კლინიკას ამარაგებს.

სისხლის დონაციის აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მრავალი წელია მუდმივად მონაწილეობენ და სხვადასხვა სისხლის ბანკთან თანამშრომლობით ხელს უწყობენ სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა