მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რათა შენარჩუნდეს ინტენსიური დიალოგი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. დადებითად შეფასდა საპარლამენტო ვიზიტების მზარდი დინამიკა. შალვა პაპუაშვილმა იტალიელი კოლეგა, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოში მოიწვია.

მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.

ლორენცო ფონტანამ განაცხადა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე, შეხვდა იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს.

შეხვედრები შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

15.10.2026.23:16

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა