მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

news image
mbc image

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა, მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ამასთან, გიორგი შარაბიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის და ამ პროცესის შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას.

დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომებზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად საარჩევნო პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

ახალგაზრდებთან შეხვედრა 7 მაისს ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაშინ, როდესაც საქართველოს შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა ევროკომისიამ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში შეამცირა - შალვა პაპუაშვილი

18.11.2026.12:08

ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის იმ ანგარიშზე საუბრისას, რომლის თანახმადაც, კომისია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5,5%-დან 7,3%-მდე ზრდის.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების პარალელურად დოკუმენტში შემცირებულია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.

„უკრაინის შემთხვევაში გასაგებია, რომ ომი ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში? ხომ ვხედავთ, რომ ნიშნისმოგებით გვეუბნებიან ხან ევროკავშირის ელჩი, ხან ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ მოლდოვა მეტ სიკეთეს მიიღებს, ვიდრე საქართველო. რაში გამოიხატება ეს სიკეთე? ის დაბალი პროგნოზი, რომელიც ჰქონდათ 2%-ის გარშემო, ისიც კი შეუმცირეს, რადგან არასწორ რჩევებსა და მითითებებს აძლევენ და რაც მთავარია აზიანებენ საკუთარი რჩევებით მოლდოვას.

სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა მოლდოვაში 1 კბმ გაზი მომხმარებლისთვის დაახლოებით 65 თეთრი ღირდა, საქართველოში - 56 თეთრი. დღეს მოლდოვაში მომხმარებლისთვის 1 კბმ გაზი 3 ლარი და 65 თეთრი, საქართველოში ისევ 56 თეთრია. 7-ჯერ გაიზარდა მოლდოვაში გაზის ფასი, სწორედ იმის გამო, რომ ბრიუსელის მითითებებს მიყვებიან, ზრუნავენ არა იმაზე, რომ ჰქონდეთ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები, არამედ როგორმე მიიღონ დადებითი შეფასებები ბრიუსელისგან. აქედან მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაქებს ბრიუსელი ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის. ჩვენთვის ეს არის ტექსტი, რაც უფრო მეტად შეგვაქებს ბრიუსელი, უნდა დავსვათ კითხვა, ეტყობა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი ე.ი. სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი აქედან მოგებაში იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა