მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, 6 თვეში შევძელით დაახლოებით ₾300 მილიონის დაზოგვა - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მხოლოდ 6 თვეში, შევძელით, დაახლოებით, 300 მლნ ლარის დაზოგვა, მთავრობის ადმინისტრაცია ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშზე საუბრისას. 

მისივე თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წლის მეორე ნახევრიდან შეიქმნა, ასევე რეფორმირდა შესყიდვების სამსახური, კერძოდ შესყიდვებს დაემატა ბაზრის კვლევის ელემენტი და ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით მთავრობის ადმინისტრაცია არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს.

ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა ახალ ინიციატივებს, კერძოდ ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნას, ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულს (MRS), რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და სამშენებლო ფასების რეფორმას, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.

„მნიშვნელოვანია, რომ თუ ადრე მთავრობის ადმინისტრაცია ითანხმებდა მხოლოდ ავტომობილების, კომპიუტერული ტექნიკისა და ავეჯის შესყიდვას, დაემატა უმნიშვნელოვანესი - სამშენებლო მიმართულება და მასზე ზედამხედველობა, წინასწარი შეთანხმება, ვიდრე გამოცხადდება სამშენებლო პროექტები და ტენდერები. მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს თუ ავიღებთ - 4 მლრდ-ის შესყიდვებზეა საუბარი, ასევე დაემატა სპეცტანსაცმლის შესყიდვები და ა.შ. ანუ გაფართოვდა წრე იმ კოდებისა, რომელსაც ითანხმებს მთავრობის ადმინისტრაცია. ჯამში, შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, მხოლოდ 6 თვეში, საქმიანობის ეფექტმა მოგვცა 300 მლნ ლარამდე დაზოგვის შესაძლებლობა. მთავრობის ადმინისტრაცია ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, ჩვენ შევედით ინიციატივით, მათ შორის, პარლამენტში და შეიქმნა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რომელიც გაეშვება2026 წლის პირველი ივნისიდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ჩვენ განვაახლეთ „თეთრი სიის“ კონცეფცია, სპეცწესებისრეფორმირება მოხდა მთლიანად. პირველი იანვრიდან გაეშვა MRS სისტემა, ეს არის ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული. ჩვენ ასევე სამშენებლო ფასების რეფორმა დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იყო საკმაოდ ბევრი პრობლემა, როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ისე სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და ამ ნაწილშიც აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს ამ რეფორმას დავასრულებთ. გვექნება ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელთაც შევიტანთ პარლამენტში 2026 წლის გაზაფხულის სესიაზე და მთლიანად მიმართული იქნება შესყიდვებისა და ანტიკორუფციული კანონმდებლობებისკენ,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა