მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების მნიშვნელობას და საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ სტრატეგიულ სექტორებზე, რომლებიც საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. საუბარი შეეხო სტრატეგიულ სექტორებს: ენერგეტიკას, ლოგისტიკასა და ტრანსპორტს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, უძრავ ქონებას. აღნიშნულ სფეროებში ისრაელის წარმატებული გამოცდილებისა და განვითარების მოდელის გაცნობა ქართულ ბიზნესს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, თანამედროვე პრაქტიკის გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებს, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ საქართველოს IT და კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებებით საქმიანობისთვის კონკურენტული საგადასახადო გარემო და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები აქვს, რაც ქვეყანას ინოვაციური კომპანიების მოზიდვისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. ხაზი გაესვა, რომ ამ სფეროებში ისრაელის მრავალწლიანი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ მზარდ დინამიკაზე - გასულ წელს საქართველოს ისრაელის 400 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია, რაც ორ ქვეყანას შორის ტურისტული ურთიერთობების წარმატებულ განვითარებაზე მიუთითებს", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ისრაელის ელჩთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს დაეთმო. აღინიშნა, რომ ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა განათლების ხარისხისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელის თვალსაზრისით, რის გამოც მისი გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. ისრაელის წარმატებული ეკონომიკური მოდელის და ინოვაციებზე დაფუძნებული განვითარების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევძლებთ იმ რეფორმებისა და თანამედროვე ეკონომიკური მიდგომების დანერგვას, რომლებმაც ისრაელის სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება განაპირობა", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს

23.10.2026.16:33

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რადეკ ვონდრაჩეკს და ამავე კომიტეტის წევრებს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, რობერტ კრალიჩეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ურთიერთობების გადატვირთვისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.

დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენისთვის საქმიანი, კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რადეკ ვონდრაჩეკმა გამოხატა თანამშრომლობის და დიალოგის მზაობა.

ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო ჩარევებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს და ჩეხეთის მიერ მიღებულ თუ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში მოქმედ გამჭვირვალობის კანონმდებლობას.

ჩეხეთის პარლამენტის წევრების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოხატეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა