მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

შუა დერეფანში ტვირთნაკადების მკვეთრი ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, რაც მზარდ საერთაშორისო ნდობას ადასტურებს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო იმ იდეის ერთგულია, რომ შავი ზღვის რეგიონი, რომელიც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, დარჩეს ადგილად, სადაც არის მშვიდობა თანამშრომლობისა და დაკავშირებადობის გაღრმავებისთვის. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 34-ე სესიაზე გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა.

„ბოლო წლებში ევრაზიის მასშტაბით ღირებულებათა ჯაჭვების ფრაგმენტაციისა და ფასების ზრდის ფონზე, გამოაშკარავდა საიმედო, თავსებადი და მულტიმოდალური მარშრუტების აუცილებლობა. სწორედ ამ გარემოში შეიძინა საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა, რაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყნისთვის უფრო მოკლე გზისა და შეუფერხებელი საზღვაო წვდომის შეთავაზებას გულისხმობს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, შუა დერეფანი, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს, სწრაფად ჩამოყალიბდა საიმედო, შეუცვლელ სავაჭრო მარშრუტად და იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვები სტაბილურობასა და მდგრადობას ეძებენ, მისი მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია.

„საქართველოს სტრატეგიული უპირატესობა განპირობებულია ინტეგრირებული მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, რომელიც მოიცავს თანამედროვე პორტებს, გაფართოებულ სარკინიგზო ქსელსა და განახლებულ მაგისტრალებს, რომლებიც ერთიანი სისტემის სახით ფუნქციონირებენ. ამგვარი თავსებადობა გადამწყვეტია, რადგან ის ხელს უწყობს ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას ევროპასა და აზიას შორის" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის მოხსენებაში აქცენტი გააკეთა შუა დერეფანში ტვირთნაკადების მკვეთრი ზრდის ტენდენციაზე, რაც მზარდ საერთაშორისო ნდობას ადასტურებს. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც, მისი შეფასებით,  საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ფუნდამენტური ელემენტია და მიზნად ისახავს როგორც გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, ასევე ახალი რეგიონული ლოგისტიკური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.

„საქართველოს ნავსადგურები აგრძელებენ სტაბილურ ფუნქციონირებას: 2025 წელს, გასულ წელთან შედარებით, უკვე გვაქვს კონტეინერების მოცულობების ზრდა და არსებული პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 700 000-სს გადააჭარბებს. ასეთი განვითარება ხაზს უსვამს ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც გულისხმობს პროგნოზირებადობას, გამჭვირვალობასა და დაკავშირებადობას" - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა

05.10.2026.12:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ.

ამასთან, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.

მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა ფიზიკურმა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.

შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.

რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას, დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო.

45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე პუნქტით საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის გათვალისწინებული 300 ლარის დაფინანსება ასევე მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა