მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები როგორც საზღვაო, ისე ავიაციის სფეროში, მათ შორის პირდაპირი ფრენების მიმართულებით - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივან ლაუ პიტ მენგთან. შეხვედრა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში შედგა. 

საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საზღვაო დიგიტალიზაციის, მწვანე პორტების განვითარებისა და მდგრადი ტრანსფორმაციის მიმართულებით - შეხვედრისას მხარეებმა ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს. ამასთან, ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სისტემებს, ჰიდროგრაფიულ მომსახურებებს, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ინოვაციურ პროექტებს.

„ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით შუა დერეფნის, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი საკვანძო სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის და მისი განვითარების პროცესში საქართველოს მნიშვნელობას. მივესალმებით სინგაპურის გამოცდილების გაზიარებას პორტების ეფექტიანობისა და ლოგისტიკის ოპტიმიზაციის სფეროში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან შეხვედრისას ასევე განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საკითხი. თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებულ ზრდის დინამიკასა და ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით გაწეულ სამუშაოზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა - რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 6 556.

„შეხვედრისას საუბარი ასევე წარიმართა ისეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, როგორებიცაა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და მათ როლზე ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის ზრდის თვალსაზრისით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო მზადაა სინგაპურთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დიგიტალიზაციას, მწვანე განვითარებას, უსაფრთხოებასა და საზღვაო ინოვაციას. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველო  კომპლექსურ ციფრულ რეფორმებს ახორციელებს, მათ შორის Maritime Single Window-ისა და Port Community System-ის განვითარებას. მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინგაპურის გამოცდილება სრულად ინტეგრირებული ციფრული პორტის ეკოსისტემის შექმნის საკითხში. 

„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს თანამშრომლობას და ხედავს ძლიერ პოტენციალს პარტნიორობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში  მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს საზღვაო სექტორში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა სინგაპურელ კოლეგასთან საუბრისას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია

20.08.2026.13:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება.



როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა