სპორტი ნიშნავს ერის, ახალგაზრდების ჯანმრთელობას, ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2 მილიარდიანი პროგრამა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
სპორტი ნიშნავს ერის ჯანმრთელობას, ახალგაზრდების ჯანმრთელობას, სწორი ცხოვრების წესს და ამ კუთხითაც სპორტი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროგრამა, რომელიც ამისთვის განხორციელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება, განსაკუთრებით კი ბავშვების ჩართვა სპორტში.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაფასოთ ყველა ის მიღწევა, რაც აქვს ქართულ სპორტს, ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს გუნდებს. მეორე, რასაც ვაკეთებთ - სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში გვინდა მსხვილი ინვესტიციის ჩადება. ეს მოიცავს პირველ რიგში მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრებს, რაც განკუთვნილი იქნება მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება გვჭირდება ასევე ფეხბურთისთვის, კალათბურთისთვის, სხვა სახეობებისთვის, განსაკუთრებით ბავშვთა სპორტის განვითარებისთვის. ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროგრამა, რომელიც ამისთვის განხორციელდება. უნდა შევიდეთ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველგან უნდა ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე, განსაკუთრებით ბავშვების ჩართვაზე სპორტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს l შალვა პაპუაშვილი
14.08.2026.22:41
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.