მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, განათლებისა და კულტურის კომისიისა და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა შალვა სუთიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის წარდგენისას შალვა სუთიაშვილმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 18 სხდომა, რომლებზეც მიღებული იქნა 99 დადგენილება და 713 განკარგულება. მისი თქმით, საკრებულოს სხდომებზე იგი მხარს უჭერდა იმ პროგრამებსა და პროექტების განხორციელებას, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

დეპუტატმა პრეზენტაციაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და თბილისის საკრებულოს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის საქმიანობა მიმოიხილა. მან დეტალურად ისაუბრა განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებით უკვე დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ.


შალვა სუთიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საკრებულოში ინიცირებულ პროექტზე „თბილისის სასკოლო ლიგა“ გაამახვილა, რომელიც წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა. ანგარიშის თანახმად, ლიგა დღეს სპორტის 15 სახეობას, 1000 სკოლასა და 25 000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს. პროექტი თბილისის ფარგლებს გასცდა და მასში ქვემო ქართლის, იმერეთის, კახეთის, აჭარისა და სამეგრელოს სკოლებიც ჩაერთნენ.

კომისიის თავმჯდომარემ კამპანიის „წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ შესახებაც ისაუბრა, რომლის ფარგლებში საკრებულოს სტუმრობდნენ პარასპორტსმენები, მათი მწვრთნელები და პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, ქალთა რაგბის ეროვნული ნაკრები და სხვა წარმატებული სპორტსმენები.

როგორც შალვა სუთიაშვილმა ანგარიშს წარდგენისას აღნიშნა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სპორტული და ახალგაზრდული ა(ა)იპ-ების საქმიანობაში. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში ადგილზე ეცნობოდნენ ლილოს, ვარკეთილის, ასათიანის, მუხიანისა და სამგორის ობიექტებს. ასევე განაცხადა, რომ კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს მერიის სამსახურებთან, რაიონულ გამგეობებთან, სპორტულ ფედერაციებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

ანგარიშის თანახმად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მიიღო რეგიონებში გამართულ ახალგაზრდულ ღონისძიებებში, მათ შორის ზამთრის ბანაკში „Global Leadership Camp“ ბაკურიანში და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნასა და დაჯილდოებაში ბათუმში, სადაც 12 რეგიონის 1200-მდე მონაწილიდან გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა. საერთაშორისო მიმართულებით კი სამუშაო ვიზიტი გაიმართა ბრატისლავაში, სადაც შედგა შეხვედრა ქალაქის მერის მოადგილესა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, აგრეთვე ევროპის მინი ფეხბურთის ფედერაციის (EMF) პრეზიდენტის მონაწილეობით.

ანგარიშის ბოლოს კი შალვა სუთიაშვილმა საკრებულოში მსოფლიოსა და ევროპის მინი ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტების, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული კავშირისა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IBSA) ხელმძღვანელი პირების ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენას საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში

30.10.2026.20:35

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

სხდომის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.

სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა მე-11 მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს მოაწერეს ხელი. სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა