სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას - ლევან ჟორჟოლიანი
სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, წინა წელი საკმაოდ წარმატებული იყო - გასაუბრება გაიარა 1500-მდე სტაჟიორმა, საიდანაც 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა კონკრეტულ პოზიციაზე.
„წინა წელი საკმაოდ წარმატებული იყო. გასაუბრება გაიარა 1500-მდე სტაჟიორმა. აქედან 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა კონკრეტულ პოზიციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, საჯარო სამსახურისთვისაც. ახალი სისხლი, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, იქნება 3 000-მდე ვაკანსია, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე l ლევან ჟორჟოლიანი
28.07.2026.18:37
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წარმოდგენილი იქნება 3 000-მდე ვაკანსია.
„ჩვენ ვიწვევთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკმარისი თეორიული ცოდნა, რომელიც შესაძლებელია შემდეგ უკვე პრაქტიკაში გამოიყენონ. საჯარო სამსახური არის ამისთვის ძალიან კარგი პლატფორმა, შეიძინონ რაც შეიძლება დიდი გამოცდილება და შესაბამისად, ველოდებით აპლიკანტებს, ველოდებით აქტიურობას. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, საკუთარ დასახლებაში, მერიაში თუ ა.შ. გაიარონ სტაჟირება, მიიღონ თავისი პროფესიის შესატყვისი გამოცდილება.
ეს ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივაა, მათ გამოხატეს ძალიან დიდი დაინტერესება რეგიონებში, საკუთარ ქალაქებში გაიარონ სტაჟირება. შესაბამისად, ჩვენც ადეკვატურად ვუპასუხეთ, ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, კვოტები, ვაკანსიები გაეზარდათ ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. რა ჯობია იმას, რომ ახალგაზრდა, რომელიც არის კურსდამთავრებული უკვე ან სწავლობს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბოლო კურსზე, შეუძლია გარკვეული წვლილი შეიტანოს, მათ შორის სტაჟირების ფარგლებში, საკუთარი ქალაქის ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში და ზოგადად, პროცესში იყოს ჩართული", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.