სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს
სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა.
სხვა სიახლეები
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა
05.05.2026.16:13
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
ლევან ჟორჟოლიანმა ფონდის ახალ ხელმძღვანელს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და UNICEF-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ, როგორც UNICEF-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ხელი შეუწყოს ფონდის გლობალური პრიორიტეტების განხორციელებას.
ლევან ჟორჟოლიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა გაეროს სააგენტოებსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც შესაბამისობაშია ეროვნულ პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ინსტიტუციურ პროგრესს.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო.