თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან.
თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.
თბილისის მერთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.
სხვა სიახლეები
40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე - 81 ათასი მოქალაქე იყო ასეთი, რომლებიც იხდიდნენ ქონების გადასახადს, ისინი გათავისუფლდებიან აღნიშნული გადასახადისგან | ირაკლი ხელაძე
28.09.2026.14:39
გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, გაიზარდა ოჯახის ნომინალური შემოსავლები და შესაბამისად, ის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც 20 წლის წინ იყო დაწესებული, უკვე ვეღარ პასუხობდა დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ კანონპროექტზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადს ეხება.
მისი თქმით, 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე
„40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე. 81 ათასი მოქალაქე იყო ასეთი, რომლებიც იხდიდნენ ქონების გადასახადს, ისინი გათავისუფლდებიან აღნიშნული გადასახადისგან. საერთო ჯამში, თანხაზე რომ გადავიანგარიშოთ, დაახლოებით 43 მილიონი ლარი დარჩება ისევ და ისევ ოჯახებში და ეკონომიკაში წავა ბრუნვაში“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ბიუროს სხდომაზე ქონების გადასახადის შესახებ კანონპროექტის ინიციირება იგეგმება. ახალი ცვლილებით, ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავალი ასი ათასი ლარიდან დაიწყება. მიღებული გადაწყვეტილებით გადასახადი დაახლოებით 81 ათას ადამიანს უუქმდება.