მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის საკრებულოში ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოში ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. კონფერენცია, რომელიც 24 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა,  ანთიმოზ ივერიელის დაბადებიდან 375 წლის და დავით გურამიშვილის დაბადებიდან 320 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი და ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინო ანჯაფარიძე. 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები ღონისძიებაზე, რომელიც ქართული მწიგნობრობის ისტორიის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება. ქართველმა მწიგნობრებმა და მათმა თანამოაზრეებმა თავიდანვე ჩაუყარეს მტკიცე საფუძველი ჩვენი საგანმანათლებლო კერების გაძლიერებას, ტრადიციების შენარჩუნებასა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებას. ეს ადამიანები ცოდნასა და განათლებას უზიარებდნენ ახალგაზრდებს და ქმნიდნენ საქართველოს უკეთეს მომავალს. 

მივესალმები ყველა მსგავს ინიციატივასა და თანამშრომლობას - დღეს აუცილებელია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის საკრებულოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის საკრებულოს ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ჩვენი თანამშრომლობა, მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან საერთო პროექტები განვახორციელეთ. მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა. 

კონფერენცია დაგვირგვინდა დავით გურამიშვილის "დავითიანის" გადაწერილი წიგნის წარდგენით, რომლის თითოეული ფურცელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვანმა კურსდამთავრებულებმა, თბილისის საკრებულოს წევრებმა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა საკუთარი  ხელით შეასრულეს. წიგნს თან ახლავს ილუსტრაციები. 

ღონისძიების ფარგლებში ორდღიანი კონფერენციის მომხსენებლებს სიგელები გადაეცათ. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა