მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის საკრებულოში წარმატებულ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოში წარმატებულ ქართველი ემიგრანტებთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია შედგა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ქართველ ემიგრანტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე შეხვდნენ. ღონისძიება ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში  „დიასპორის სახლის“ ორგანიზებით გაიმართა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, ჩვენი ემიგრანტები საზღვარგარეთ ქართულ საქმეს ემსახურებიან და საკრებულოში ასეთ თანამემამულეებთან შეხვედრა დიდი პატივია.

„საკრებულოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა.  ჩემთვის დიდი პატივია შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ქართულ საქმეს ემსახურებიან და საქართველოს პოპულარიზაციას  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევიან. თქვენი წარმატების ისტორიები ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. მადლობა, რომ კავშირს ინარჩუნებთ სამშობლოსთან  და ერთმანეთთანაც. საკრებულოს სახელით კი გეტყვით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის შეხვედრები, გვიგულეთ მუდამ თქვენ გვერდით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ემიგრანტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

„ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობთ. თქვენ იქ არ ივიწყებთ ქართულ კულტურას. ბევრი თქვენგანი ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაში და უცხო ქვეყანაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს ხელს უწყობთ მშობლიური ენის და ქართული კულტურის გაცნობაში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმისთვის, ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელსაც აკეთებთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე ქართველ ემიგრანტებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ემიგრანტების შემოქმედების გამოფენა გაიმართა.

წარმატებული ქართველი ემიგრანტების დაჯილდოებას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად 15 თანამემამულე ჯილდოვდება. წელს დაჯილდოვდნენ ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში  წარმატებული პროფესიული საქმიანობით პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს. ისინი ასევე აქტიურად არიან ჩართულნი კონკრეტულ ქვეყნებში ქართული დიასპორის ადგილობრივ სოციუმთან ინტეგრაციის საქმეში. ღონისძიების მთავარი გზავნილია ქართველ ემიგრანტთა საქმიანობის პოპულარიზაცია და ქართული საზოგადოებისთვის მათი გაცნობა.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა