მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თინათინ ნიბლოშვილმა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024 - 2025 წლების ანგარიში წარადგინა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა,  თინათინ ნიბლოშვილმა წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე,  თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის 2024 -2025 წლების ანგარიში წარადგინა და საბჭოს მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

 

თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს საქმიანობიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად  თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების დოკუმენტის მიღება დაასახელა.  მისი განმარტებით,  დოკუმენტის მიღება და პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენება სექსუალური შევიწროების შემთხვევების თავიდან აცილებისკენ  გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმაციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერების ხელშეწყობასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსისთან" მემორანდუმის ფორმატში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამშრომლობა მიზნად ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ძალადობის პრევენციასა  და ონლაინ სივრცეში ელექტრონული უსაფრთხოების პრინციპების დაცვას ისახავს.

„გასულ წელს სხვადასხვა აუდიტორიასთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც შეხვედრის მონაწილეები  გაეცნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ონლაინ სიძულვილის ენა გენდერული ნიშნით; ტექნოლოგიებით განხორციელებული გენდერული ძალადობა; ქალებისა და გოგონების კიბერშევიწროება და მათი კიბერბულინგი, რაც ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

 

საბჭოს თავმჯდომარემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის კიდევ ერთ პროექტზე გაამახვილა ყურადღება,  რომელსაც საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ახორციელებს. თინათინ ნიბლოშვილის თქმით,  პროექტი  მეწარმე ქალების საქმიანობის მხარდაჭერასა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ანგარიშში თინათინ ნიბლოშვილმა  საბჭოს მიერ ქალი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა, რომელთაც გენდერული თანასწორობის საბჭო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გაფორმებული  მემორანდუმის საფუძველზე ატარებს. ამას გარდა, თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს მიერ განხორციელებულიპროექტებიდან ერთ- ერთ წარმატებულად    წლების წინ დაწყებული საინფორმაციო კამპანია ,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ დაასახელა, რომელიც  ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის  შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურება. მისი თქმით,   კამპანია საბჭოს ინიციატივით, „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით ხორციელდება და მის ფარგლებში არაერთი აქტივობა ჩატარდა.

 

თინათინ ნიბლოშვილმა ხაზი გაუსვა საბჭოს ინიციატივითა და  თბილისის საკრებულოს თანამონაწილეობით გენდერული აუდიტის ჩატარებას  გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. 

 ამას გარდა, საბჭოს თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში,  მნიშვნელოვნად შეაფასა ქალთა იშვიათი პროფესიების მხარდაჭერასა და მათ პოპულარიზაციაზე მიმართული აქტივობები, რომლებიც დედაქალაქის მერიის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმებისხელშეწყობის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ განმახორციელებელი პროფესიულისასწავლებლების ჩართულობით განხორციელდა.

„აქტივობების მიზანს  პროფესიულ განათლებასა და კარიერულ განვითარებაში ქალთა და კაცთა როლებთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის ხელშეწყობა და  ქალთა პროფესიული არჩევანის წახალისება წარმოადგენდა, რაც კარიერულ განვითარებასა და დასაქმებასთან მიმართებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის უფლებას უზრუნველყოფს“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

 

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა