მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

თითქოს წინ უდევთ სცენარი და ამ სცენარიდან ყოველ დღე ახორციელებენ იმას, რასაც თავის დროზე მოჰყვა მაიდანი, ყველას შევახსენებ, მაიდანის რომანტიზებას რომ ცდილობს ზოგიერთი, 100-ზე მეტი ადამიანი მოკვდა მაიდანის დროს - ეს უნდათ საბოლოო ჯამში I შალვა პაპუაშვილი

news image
mbc image

მაიდანის სცენარს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან, თითქოს უდევთ წინ სცენარი და ამ სცენარიდან ყოველ დღე ახორციელებენ იმას, რასაც თავის დროზე მოჰყვა მაიდანი. ყველას შევახსენებ, მაიდანის რომანტიზებას რომ ცდილობს ზოგიერთი, 100-ზე მეტი ადამიანი მოკვდა მაიდანის დროს - ეს უნდათ საბოლოო ჯამში, აქეთ მიჰყავთ ეს პროცესები, როდესაც რომანტიზებას ახდენენ ისეთი პოლიტიკური პროცესისა, რაც სინამდვილეში, გულისხმობდა არეულობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.

რაც შეეხება აქციიდან გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც, მათივე მტკიცებით, თავდაცვის მიზნით შექმნილი ჯგუფია, რათა მომიტინგეები "ტიტუშკებისგან" დაიცვან, პაპუაშვილის შეფასებით "სასაცილოა რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი დაჯდა და იმუქრება რაღაცებს." მისივე თქმით, რუსთაველის გამზირი აქციეს ძალადობის და უკანონობის კერად, რომელიც 90-იანი წლების პუტჩის მოვლენებს ჰგავს.

"რუსთაველის გამზირი აქციეს ძალადობის და უკანონობის კერად, არაფერი კავშირი ამას მათ შორის, ქართული პროტესტის კულტურასთან აღარ აქვს, რასაც ჩვენ ვუყურებთ. გამოვლილი გვაქვს ბევრნაირი რამე, ერთადერთი, რასთან პარალელიც შეიძლება გავავლოთ ჩვენი წარსულიდან, ეს არის 90-იანი წლების პუტჩი - ამას კი ჰგავს, ავტომატები ჩაანაცვლეს მაშხალებით, სცენა და კადრები იგივეა, პარლამენტის შენობა ამოღებული სამიზნედ, 90-იანებში თუ ქვემეხებს და ავტომატებს ესროდნენ, ახლა ესვრიან მაშხალებს და იქვე ამატებენ, თითქოს, ეს არაფერია და ვიზუალური ეფექტები იყოს." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შოთა ბერეკაშვილი კომპანია Aqualia-ს გენერალურ დირექტორს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

20.11.2026.18:32

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კომპანია „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორს, სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონზალესს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში კომპანია „Aqualia“-ს საქმიანობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100%-იანი წილის მფლობელია, საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში წარმატებულად ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა