მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

„ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

news image
mbc image

TRIPP პროექტის („ტრამპის მარშრუტის“) შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამერიკელი პარტნიორები აზერბაიჯანულ მხარეს მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად აწვდიან.

„TRIPP-ის შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, რაც ბუნებრივია. ამავდროულად, ამერიკელი პარტნიორები აზერბაიჯანს რეგულარულად აყენებენ საქმის კურსში, ვინაიდან პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროცესი წარმატებით გრძელდება“, - განაცხადა ბაირამოვმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადრე პროცესის დაწყება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებით, ის 2027 წლისთვის არის გათვალისწინებული.

„მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, მთელი რეგიონისა და საერთაშორისო პარტნიორობისთვის“, - გაუსვა ხაზი მან.

ბაირამოვმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენა უკვე დაიწყო.

მისი თქმით, არსებობენ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობით არიან დაინტერესებულნი. ამასთან, აზერბაიჯანი დამოუკიდებლად დგამს მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან

05.10.2026.19:04

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა