წარმოდგენილი ბიუჯეტი ნამდვილად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში არსებობს და მორგებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე - ლევან არველაძე
„წარმოდგენილი ბიუჯეტი ნამდვილად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში არსებობს და მორგებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტზე განხილვისას განაცხადა.
ლევან არველაძის განცხადებით, ბიუჯეტის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 82 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 99 მილიონი ლარითაა გაზრდილი.
„ბიუჯეტში ძალიან დიდი პროექტებია ასახული, როგორებიცაა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ისტორიული პროექტის - ტრამვაის ხაზის - მშენებლობა დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით, ასევე გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების მშენებლობა, სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია. ზოგადად, წარმოდგენილი ბიუჯეტი ნამდვილად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში არსებობს და მორგებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე. ჩვენ კომისიებთან ერთად შევაჯერეთ რეკომენდაციები. დღეს თბილისის ბიუჯეტს დავაბრუნებთ უკან და დარწმუნებული ვარ, დეკემბერში შემოვა კიდევ უფრო გაზრდილი ბიუჯეტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი მხრიდან იყო გაცემული“, - განაცხადა ლევან არველაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.