ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
ცესკოს ინფორმაციით, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში მოცემული პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები უკვე წლებია არჩევნების დანიშვნის შემდგომ ხელს აწერენ ეთიკის კოდექსს.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად იგეგმება, დღეს კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა მოაწერეს, მომდევნო ეტაპზე კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ამომრჩევლები ახმეტის, ვანის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
სხვა სიახლეები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
28.09.2026.17:08