მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

news image
mbc image

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აკაკიწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიგამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრა არჩევნებისმნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნებისისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებისდანერგვას უკავშირდება. მან ასევე დეტალურად ისაუბრა დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებითგანხორციელებულ საქმიანობებზე.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისსხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლეთ. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სხვადასხვა საარჩევნო პროცედურაზე, ასევე ვაჩვენეთ ტექნოლოგიური პროცესი. შეხვედრაზედაისვა ძალიან ბევრი კითხვა და მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ახალგაზრდებსვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რაც მათთვის საინტერესოა. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მომავალში იყვნენ კარგად ინფორმირებული ამომრჩევლები“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო. გიორგი შარაბიძემ ახალგაზრდების მიერდასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიისსაოპერაციო სასაწყობო სივრცეც დაათვალიერეს. მათ პრაქტიკაში გამოსცადეს საარჩევნოელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებისმუშაობა.

აღნიშნული შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფოუნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ახალგაზრდებისინფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთპრიორიტეტულ მიმართულებას წარმომადგენს. ამ მიზნით ცესკო წლებია მჭიდროდთანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. საარჩევნოადმინისტრაციასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი 2025 წელსგაფორმდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ - შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე

18.11.2026.12:08

ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის იმ ანგარიშზე საუბრისას, რომლის თანახმადაც, კომისია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5,5%-დან 7,3%-მდე ზრდის.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების პარალელურად დოკუმენტში შემცირებულია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.

„უკრაინის შემთხვევაში გასაგებია, რომ ომი ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში? ხომ ვხედავთ, რომ ნიშნისმოგებით გვეუბნებიან ხან ევროკავშირის ელჩი, ხან ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ მოლდოვა მეტ სიკეთეს მიიღებს, ვიდრე საქართველო. რაში გამოიხატება ეს სიკეთე? ის დაბალი პროგნოზი, რომელიც ჰქონდათ 2%-ის გარშემო, ისიც კი შეუმცირეს, რადგან არასწორ რჩევებსა და მითითებებს აძლევენ და რაც მთავარია აზიანებენ საკუთარი რჩევებით მოლდოვას.

სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა მოლდოვაში 1 კბმ გაზი მომხმარებლისთვის დაახლოებით 65 თეთრი ღირდა, საქართველოში - 56 თეთრი. დღეს მოლდოვაში მომხმარებლისთვის 1 კბმ გაზი 3 ლარი და 65 თეთრი, საქართველოში ისევ 56 თეთრია. 7-ჯერ გაიზარდა მოლდოვაში გაზის ფასი, სწორედ იმის გამო, რომ ბრიუსელის მითითებებს მიყვებიან, ზრუნავენ არა იმაზე, რომ ჰქონდეთ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები, არამედ როგორმე მიიღონ დადებითი შეფასებები ბრიუსელისგან. აქედან მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაქებს ბრიუსელი ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის. ჩვენთვის ეს არის ტექსტი, რაც უფრო მეტად შეგვაქებს ბრიუსელი, უნდა დავსვათ კითხვა, ეტყობა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი ე.ი. სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი აქედან მოგებაში იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა