მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

news image
mbc image

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 2025 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, დღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა.

მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და გაწეული სამუშაოსთვის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრებს, სხდომაზე დამსწრე პირებსა და საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა. გიორგი კალანდარიშვილის შემაჯამებელ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„წლის ბოლო სხდომა კარგი შესაძლებლობაა, შევაჯამოთ მიმდინარე წელი და კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ დიდ გზას, რომელიც ერთად გავიარეთ. ეს იყო პერიოდი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამძლეობა და პროფესიული სიმტკიცე მოსთხოვა. ეს იყო გამოწვევებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით სავსე პერიოდი.

ცესკოსთვის თითოეული წელი განსაკუთრებულია, მით უმეტეს, თუ ეს საარჩევნო წელია, ვინაიდან ეს ნიშნავს ახალი გამოცდილების შეძენას და განვითარებას.

ცესკოს საქმიანობა არ არის მხოლოდ პროცედურების და ვადების დაცვა. ეს არის ყოველდღიური, ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი შრომა. სწორედ ამიტომ, ძვირფასო კოლეგებო, საარჩევნო ადმინისტრატორებო, თქვენი როლი და წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაკისრებული მოვალეობების შესრულება მაღალი პროფესიული სტანდარტებით, კანონმდებლობის მკაცრი დაცვით და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობით. ერთობლივი ძალისხმევით გაუმჯობესდა როგორც საარჩევნო პროცესების ადმინისტრირება, ისე შიდა სამუშაო მექანიზმები და კომუნიკაცია.

ბუნებრივია, წელი არ ყოფილა მარტივი. იყო სირთულეები, მაღალი დატვირთვა და კრიტიკული გარემო. თუმცა სწორედ ასეთ პირობებში ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა ინსტიტუციის სიძლიერე – სიმშვიდე, პრინციპულობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. თითოეული ასეთი გამოცდილება ჩვენთვის გაკვეთილია და მომავალი განვითარების საფუძველი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება, რომელიც ამ წელს მივიღეთ, გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ, განვავითაროთ პროფესიული უნარები და გავაძლიეროთ ორგანიზაციული კულტურა.

მომავალი წელი ახალ ამოცანებს მოგვიტანს, რომელთა შორის იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი მზადება მომავალი საარჩევნო ციკლებისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმ პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც დღეს გვაერთიანებს, შევძლებთ ყველა გამოწვევის ღირსეულად დაძლევას.

გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ცესკოს, უსკოს, სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და თანამშრომლებს, გაწეული შრომის, მოთმინების, ღირსეული სამსახურისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას და მშვიდ, ნაყოფიერ ახალ წელს.

დამდეგ ახალ წელს ვულოცავ არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრატორებს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ყველა თანამემამულეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ვუსურვებ ყველა ოჯახს მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დაე, ახალმა წელმა მოიტანოს მეტი ურთიერთგაგება, ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთნდობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყნის წინსვლისთვის. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებულ ახალ წელს“.

დღესვე ცესკოს თავმჯდომარემ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია სხდომებთან დაკავშირებით. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, დღეს ცესკომ წლის ბოლო, რიგით 42-ე სხდომა გამართა. 2025 წლის განმავლობაში ცესკომ მიიღო 56 დადგენილება და 242 განკარგულება, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„ამ პერიოდში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა სრულად განგვეხორციელებინა გასულ წელს დანერგილი სხდომების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელმაც უზრუნველყო სხდომების ეფექტიანად წარმართვა. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სხდომების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა საარჩევნო ადმინისტრაციის სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირების გზით, რამაც ერთი მხრივ უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობა, ხოლო მეორე მხრივ კი ჩართული მხარეებისთვის სხდომების დისტანციურად დაკვირვების შესაძლებლობა. შესაბამისად, ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც სხდომების ორგანიზებაში, გაშუქებასა და სხვა საორგანიზაციო თუ ტექნიკურ საკითხში იყო ჩართული, მინდა მადლობა გადავუხადო – სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს და განსაკუთრებით სამდივნოს თანამშრომლებს, ასევე ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და სწავლების ცენტრს განსახილველი საკითხების მომზადებისთვის, განხილვებსა და სხდომებში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა