მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

news image
mbc image

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს და დესპანს ეკატერინე კოკაიას შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატები განიხილეს და მისი შედეგები შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე. 

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საფრანგეთში საქართველოს საელჩო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროსტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა აქტუალურ საარჩევნო საკითხზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ოპერატიულად სწორი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სტრუქტურებისთვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით 28-29 აპრილს იმყოფებოდა.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

05.10.2026.14:15

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც ტანზანიის ქალაქ არუშაში გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა