ცესკოს თავმჯდომარე მისი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას ეხმაურება
მინდა გამოვეხმაურო ჩემ მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების არასწორინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან დადასტურდა ჩემმიერ დასახელებული ფაქტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაშიპირადი ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური მცდელობების შესახებ.
გვინდა შევახსენოთ აღნიშნული მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რომ კარგითანამშრომლობის სტანდარტი კონსტრუქციულ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც სამწუხაროდ, მათი მხრიდან არ ყოფილა დაცული. „ტვ პირველის“ წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მათნებისმიერ დროს აქვთ საშუალება დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონშესაბამისი პასუხები. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან არჩეული იყო ინფორმაციის მოპოვებისარაეთიკური გზები, რაც ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს.
ყველა მედიასაშუალებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა. თუმცათანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნოადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია უწყების დისკრედიტაცია, შეიძლებაგადაიხედოს.
გვინდა მოვუწოდოთ „ტვ პირველის“ წარმომადგენლებს, ნუ მისცემენ დღევანდელ განცხადებასგანსხვავებულ ინტერპრეტაციას, რადგან ბრიფინგზე არ ყოფილა ნახსენები აღნიშნულიტელეკომპანიისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხი.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზემოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთშემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციისგაუქმებას. ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ექნებასაშუალება, გააშუქოს საარჩევნო პროცესი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ და მომავალშიც ვიქნებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაშიღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპების დამცველი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მხრიდანთანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის პრინციპების საპასუხოდ ჩართული მხარეებისგანაცმივიღებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
22.05.2026.14:23
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი ასევე შეეხო შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობას მისი შემდგომი განვითარების მიმართულებით.
განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნების მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.