მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 12–16 ოქტომბერს ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესების განვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. შეხვედრებში დაახლოებით 50 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

დისკუსიების ძირითადი თემები იყო საარჩევნო ადმინისტრირების თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიური სიახლეები, საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის განმტკიცება, დემოკრატიული პროცესების წინაშე არსებული გამოწვევები და ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აქტიურად მონაწილეობდა გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში და პროფესიულ დისკუსიებში. მან მონაწილეებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება გაუზიარა და უცხოელ კოლეგებთან საერთო გამოწვევებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ასევე გამართეს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო და პროფესიულ მისიებში, პროგრამებსა და ინიციატივებში მონაწილეობის მიმართულებით.

საერთაშორისო კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ტექნოლოგიებს, მათ მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებასა და საარჩევნო პროცესების მთლიანობის დაცვას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული გარემოს სწრაფი განვითარების პირობებში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაციასაც დაესწრნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია წარმოდგენილი ტექნოლოგიების ფუნქციური შესაძლებლობებისა და საარჩევნო პროცესში მათი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.

„საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციები ბევრი საერთო გამოწვევის წინაშე დგანან. დეზინფორმაცია, მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის შესუსტების მცდელობები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის - ეს გლობალური გამოწვევებია, რომლებთან გამკლავებაც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს უწევთ. ამ საკითხების აქტუალობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში. ამ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და საერთო მიდგომების განვითარება. A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა სწორედ ამ შესაძლებლობას გვაძლევს - გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, წარმოვაჩინოთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკა და გავაღრმაოთ თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთი შეხვედრები გვეხმარება, უკეთ გავიაზროთ არსებული გამოწვევები და ვიპოვოთ გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, სანდო და თანამედროვე საარჩევნო პროცესების განვითარებას",- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

16.10.2026.11:29

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა