მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

news image
mbc image

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. 

 

შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ასევე ამერიკული კომპანია „PRO V&V"-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე, საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე. 

 

მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნების წინასწარი ანგარიში, რომელშიც ადმინისტრაციის საქმიანობა და კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიური ინტერვენცია დადებითად არის შეფასებული.

 

"საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, როგორც საერთაშორისო ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რადგან მათ ჰქონდეთ ვერიფიცირებული ინფორმაცია ადმინისტრაციის საქმიანობისა და ყველა მიმდინარე საკითხის შესახებ. ადმინისტრაცია ყველა არჩევნების შემდეგ ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზება და მათი შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის არჩევნების წინასწარი ანგარიში განვიხილეთ და დეტალურად ვისაუბრეთ მათ რეკომენდაციებსა და მიგნებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია დადებითად აფასებს რიგ აქტივობებს, რომლებიც ადმინისტრაციამ არჩევნების დღეს განახორციელა", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. თავის მხრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საარჩევნო ადმინისტრაციას პროაქტიული თანამშრომლობისთვის.  

 

შეხვედრა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ნატაშა როთჩაილდი, რიში დატა და რობერტ ბისტრიცკი ესწრებოდნენ.  

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2026 წლის 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის

02.10.2026.17:29

3 ოქტომბერს 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ - ჰაბი 2 51-00-51.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

09:00 სთ

15:00 სთ

21:00 სთ

ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა