წყლის რესურსის სწორი მართვა საქართველოს ძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან - ირაკლი კობახიძე
წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამართული სისტემა ნიშნავს მეტ ტურისტს, ძლიერ წარმოებას და სოფლის მეურნეობას, ჯანსაღ გარემოს ბიზნესისთვის, საბოლოოდ კი - მეტ კეთილდღეობას მოქალაქეებისთვის.
„დღევანდელი ფორუმი არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ამგვარი მომავლის ხედვას. აქ შეკრებილი პროფესიონალები, საერთაშორისო პარტნიორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო - წყლის რესურსის სწორი მართვა საქართველოს ძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „აქუალიას“ პარტნიორობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორს - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და ფორუმის თითოეულ მონაწილეს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩართულობა ამ პროცესში წარმატების უმნიშვნელოვანესი გარანტია“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
15.10.2026.10:47
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ქ. აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის - Raisina Middle East ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა განათლებისა და ტურიზმის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყნას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.