თუ ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობასთან და სანდოობასთან ერთად, ეკონომიკა იზრდება, როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ, შესაძლებლობა გაქვს ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და სხვა სფეროებში ჩადო - ლევან ჟორჟოლიანი
თუ ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნება სურს, აუცილებელია ძლიერი ინსტიტუტების, ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის და ძლიერი საჯარო შესყიდვების სისტემის არსებობა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმზე განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ამით მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექმნება რწმენა, რომ ზრუნავ ერზე და ხალხის კეთილდღეობაზე.
„მაგალითისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. მისი მთავარი დანიშნულებაა საჯარო ინტერესის დაცვა ყველა სამინისტროში, საჯარო სამართლის ყველა იურიდიულ პირში (სსიპ), ყველა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და ყველა სახელმწიფო საწარმოში. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის შედეგებით, მიღებული ფისკალური შედეგი 300 მილიონს შეადგენს. ეს ჩვენი ბიუჯეტისთვის დიდი ფულია. სწორედ ამდენი დავუზოგეთ სახელმწიფო ბიუჯეტს. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ყველა სამინისტროსა და საჯარო უწყების ანგარიშვალდებულებას“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა საჯარო შესყიდვებზე.
„ასევე მნიშვნელოვანია საჯარო შესყიდვები, რადგან სახელმწიფო სექტორია ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი ქვეყანაში. ამიტომ, მთელი სისტემის რეფორმირება განვახორციელეთ და ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა დავნერგეთ. ეს ქართული ნოუ-ჰაუ გახლავთ. მას ზუსტი ანალოგი არ გააჩნია ევროკავშირსა და მის კანდიდატ ქვეყნებში. ის მოიცავს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასა და 59 000 ეკონომიკურ-სამეწარმეო სუბიექტს, რომლებიც მონაწილეობენ ბაზრის კვლევასა და უშუალოდ შესყიდვის პროცედურებში. ამ სისტემის მთავარი მიზანია შესყიდვებში რისკების მინიმიზაცია და მიკერძოების გამორიცხვა.
ამდენად, თუ ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობასთან და სანდოობასთან ერთად, ეკონომიკა იზრდება. როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ, შესაძლებლობა გაქვს, ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და ახალი უნარების შეძენაში, პროფესიულ სწავლებასა და სოციალურ პროგრამებში, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ჩადო. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება ჩვენი პოლიტიკა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.