მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით, ძალიან კარგია, სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა კანონის მიღება, რომ მოხდეს ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში - პაატა კვიჟინაძე "ოფშორების კანონზე"

news image
mbc image

ჩვენ მიერ მიღებული კანონი „ზღვაში წვეთია“, დავაწესეთ დროებითი  შეღავათები. კერძოდ, თუ საქართველოს საწარმოს წილის მფლობელია ოფშორში რეგისტრირებული კომპანია, და ეს პირი გადმოიტანს ამ წილებს საქართველოში, ეს არ დაიბეგრება „ერთჯერადად“ გადმოტანის დროს გადასახადებით, ხოლო შემდეგ დაიბეგრებიან ჩვეულებრივად, - წერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე, ე.წ. "ოფშორების კანონის" შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ შარშან, რადიკალურმა ოპოზიციამ და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისმა, კანონის შესწავლის თხოვნით მიმართეს "მანივალს", კანონის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ კი, შენიშვნები არ გამოთქმულა, რაც ადასტურებს, რომ იგი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან. 

თუ "ოფშორების კანონით" ვინმემ ისარგებლა, კვიჟინაძის თქმით, ეს ძალიან კარგია, ვინაიდან, კანონის მიღების მიზანი სწორედ ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვაა.

"ე.წ. „ოფშორების კანონთან“ დაკავშირებით

პირველი, უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორული ზონების უმრავლესობა ევროპისა და აშშ-ის იურისდიქციის, კონტროლის ან გავლენის ქვეშ იმყოფება, სადაც გამოიყენება აშშ დოლარი და ევრო. 
ჩვენს მიერ მიღებული კანონი „ზღვაში წვეთია“, დავაწესეთ დროებითი  შეღავათები. კერძოდ, თუ საქართველოს საწარმოს წილის მფლობელია ოფშორში რეგისტრირებული კომპანია, და ეს პირი გადმოიტანს ამ წილებს საქართველოში, ეს არ დაიბეგრება „ერთჯერადად“ გადმოტანის დროს გადასახადებით, ხოლო შემდეგ დაიბეგრებიან ჩვეულებრივად. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი კანონმდებლობა და ჩვენც განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილება.
ჯერ კიდევ შარშან, რადიკალურმა ოპოზიციამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა მიმართა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტს „მანივალს“ შეესწავლა ოფშორების კანონი. სიღრმისეული შესწავლის შემდეგ „მანივალის“ მიერ საქართველოში გამოგზავნილ წერილში კანონთან დაკავშირებით შენიშვნები არ ყოფილა, რითაც დასტურდება, რომ კანონი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ და როგორ ისარგებლა საგადასახადო შეღავათებით, ეს ჩემთვის უცნობია, ვინაიდან კანონმდებლობით ეს საგადასახადო საიდუმლოებაა. ცხადია, რადიკალური ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ პიროვნებაზე მათი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით, მოხარული ვარ, ეს ძალიან კარგია, სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა კანონის მიღება, რომ მოხდეს ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. რა არის ცუდი იმაში თუ ქვეყანაში შემოდის მეტი ფული და აქტივები." - წერს პაატა კვიჟინაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა