მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თურქეთის მხარესთან განვიხილეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე გვქონდა შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. 
თბილისში საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს თანათავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები და საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის წარმომადგენელებმა ასევე იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული მნიშვნელობის შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებას. 
„მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის სექტორზე. ამავდროულად განვიხილეთ ის მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას. საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს და   მაგისტრალური გზების მშენებლობას. ასევე ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის  წინსვლის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკისთვისაც. დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის  ეკონომიკური თანამშრომლობა გაიზრდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 
ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მხარეებმა განიხილეს. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რამდენიმე ხნის წინ მის შეხვედრას თურქეთის წამყვანი ავიაკომპანიის – Turkish Airlines-ის – ხელმღვანელობასთან, სადაც ქვეყნებს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის გახსნის პერსპექტივები იქნა განხილული.  
„Turkish Airlines-სთან ერთად უკვე ვმუშაობთ ანკარა-თბილისის მიმართულებით პოტენციური პირდაპირი ფრენის დაწყების თაობაზე. ეს გააძლიერებს ქვეყნებს და ხალხთა შორის კავშირებს. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენების სიხშირეების ზრდა, ისევე როგორც ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას თურქეთიდან საქართველოში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 
საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ. „განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ტრანსპორტის მიმართულებას - ვისაუბრეთ სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობაზე. ყურადღება გავამახვილეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა